logo
ENG



ლონდონში დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

19 სექ 202217:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/19/5e86rh6a0qk7pyo.jpg
Getty Images

დღეს ლონდონში დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონია იმართება.

ვესტმინსტერის სასახლეში რამდენიმე დღის განმავლობაში მსურველებს ცოცხალ რიგში შესაძლებლობა ჰქონდათ, დამშვიდობებოდნენ დედოფალს. 

ასიათასობით ადამიანმა, დიდი ბრიტანეთიდან და მთელი მსოფლიოდან, პატივი მიაგო დედოფალს. მათ 10 საათზე მეტ ხანს მოუწიათ რიგში დგომა. 

08:00 საათზე სააბატოს კარები გაიღო და დაიწყო ხალხის შესვლა.

ცერემონიის დაწყებამდე ვესტმინსტერის სააბატოში პირველი ზარები გაისმა. ზარი ყოველ წუთში ერთხელ რეკავს. ზარის ლონდონში 96-ჯერ დარეკავს, დედოფალი ელისაბედის ასაკის შესაბამისად. 

10:44 საათზე ვესტმინსტერ ჰოლიდან დედოფლის ცხედარი სამეფო ოჯახის თანხლებით ვესტმინსტერის სააბატოში გადაასვენეს.

11:00 ვესტმინსტერის სააბატოში პანაშვიდი დაიწო, რომელიც 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

მასში მონაწილეობას იღებდა ვესტმინსტერის უფროსი სასულიერო პირი დევიდ ჰოილი, 2 000 სტუმრის - სამეფო ოჯახის წევრებისა და მთელი მსოფლიოდან ჩასული პოლიტიკოსების თანდასწრებით.

მგალობელთან გუნდმა ბიბლიიდან სტრიქონები შეასრულა. ეს არის ტრადიცია სახელმწიფო დაკრძალვებზე, რომელიც მე-18 საუკუნით თარიღდება.

კუბოზე არსებულ ნივთებს შორის არის ჩარლზ III-ის საფოსტო ბარათი- "შენდამი სიყვარულით და ხსოვნით".

პანაშვიდის დასრულების შემდეგ ორწუთიანი დუმილით პატივი მიაგეს დედოფალს, შემდეგ კი გაისმა ნაციონალური ჰიმნი.

ელისაბედ II-ის დაკრძალვას დაესწრო სხვადასხვა სახელმწიფოს 500-მდე მეთაური და უცხოელი ლიდერი. ცერემონიაზე რუსეთის, ბელარუსის, ვენესუელის, სირიის, ავღანეთისა და ბირმის ოფიციალური პირები არ არიან მიწვეული. 

სამგლოვიარო პროცესია უინძორში გაემართება. ღვთისმსახურება წმინდა გიორგის სამლოცველოში დაახლოებით ლონდონის დროით 7 საათზე დაიწყება, რომელსაც 800 ადამიანი დაესწრება. შემდეგ კი დედოფალს ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები აკლდამაში მისი მეუღლის, პრინც ფილიპის გვერდით დაკრძალავენ. 

დედოფალი ელისაბედი 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ელისაბედ II, ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, 70 წელზე მეტ ხანს იყო ტახტზე.


close დახურვა